
ავტორი
Front News საქართველო
სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გადაიხდიან, - ამის შესახებ გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ განაცხადა.
"გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც გვერდზე უდგას. სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გადაიხდიან.
სასტუმროს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტის შემდეგ არის ზარი 112-ში შესული. სასტუმროს ნაწილში, შესაძლებელი იყო დროული პრევენცია, როგორც ვიცი, ისინი საკუთარი ძალებით ეცადნენ.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხარული ვარ", - განაცხადა ლაშა კაპანაძემ.
თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში 18 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგინეს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ლაშა კაპანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს