ლაშა ხუციშვილი - შანხაიში, იმპორტის ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე მსოფლიოში, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს

ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ შანხაიში იმართება იმპორტის ერთ-ერთი უდიდესი გამოფენა მსოფლიოში, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ დაამყარონ შესაბამისი კონტაქტები ჩინურ კომპანიებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ჩინეთში და სხვადასხვა მიმართულებით.
"ზოგადად, ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეკონომიკის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ექსპორტი ყოველთვის იყო მამოძრავებელი ძალა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდის. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფართოონ ექსპორტის შესაძლებლობები ისეთ დიდ ბაზარზე, როგორიც არის ჩინეთი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თაგები:
ლაშა ხუციშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


