Logo

ლაშა ტყეშელაძე - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა, ოჯახის ინფორმაციით, დამძიმდა

Frontnews image description

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია კლინიკაში. მისი მდგომარეობა, ოჯახის ინფორმაციით, დამძიმდა, - ამის შესახებ Front News-თან პოლიციელების მიერ ნაცემი მამაკაცის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაპუნა ლოცულაშვილს ძლიერი თავის ტკივილები აღენიშნება.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადაყვანილია კლინიკაში. მისი მდგომარეობა, ოჯახის ინფორმაციით, დამძიმდა. გული წაუვიდა, აქვს თავის ძლიერი ტკივილები, ასევე, გულისრევა. ოჯახმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. ამ ეტაპზე მერვე კლინიკაშია გადაყვანილი“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

გორში, კომბინატის დასახლებაში პაპუნა ლოცულაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურამ 6 პირი დააკავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები