ლაშა ტყეშელაძე - მაისური, სადაც გამოსახულია საქართველოს დროშა, არ შეაგზავნინეს ოჯახის წევრებს, რომ ჩაეცვა


ავტორი
Front News საქართველო
"მაისური, სადაც გამოსახულია საქართველოს დროშა, რომ ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა საქართველოს დროშა აეწია მაღლა, ეს მაისური არ შეაგზავნინეს ოჯახის წევრებს, რომ ჩაეცვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა ჩაიცვას მაისური საქართველოს დროშით, უნდა ასწიოს მაღლა საქართველოს დროშა და გამოვიდეს 4 ოქტომბერს გარეთ“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
"საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსი დაეკავებინოთ პოლიტიკურ განცხადებაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს თავიდანვე შეეზღუდა სამართლებრივი უფლებები, 6 საათის განმავლობაში არ მისცეს უფლება, რომ შეხვედროდა ადვოკატებს. მას ყველა უფლება შეუზღუდეს. მე მინდა საზოგადოებას ვაჩვენო მაისური, სადაც გამოსახულია საქართველოს დროშა და ეს ოჯახის წევრებს არ შეაგზავნინეს, რომ ლევან ხაბეიშვილს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მედროშეს, რომელსაც უნდოდა საქართველოს დროშა აეწია მაღლა, ეს მაისური არ შეაგზავნინეს, რომ ჩაეცვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა ჩაიცვას მაისური საქართველოს დროშით, უნდა ასწიოს მაღლა საქართველოს დროშა და გამოვიდეს 4 ოქტომბერს გარეთ.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან ძლიერად, ძალიან მაგრად და ყველას მოუწოდებს, რომ არავის არ შეეშინდეს, რადგან თუ ერთ ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი, მილიონობით ადამიანიც შეძლებს. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, კიდევ ერთხელ ავხსნი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - პოლიციის თანამშრომლებს, გდდ-ს თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ თქვენ შეასრულეთ კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, კანონში პირდაპირ წერია, რომ არ იძალადო ადამიანებზე, არ სცემოთ მოქალაქეები, არ აწამოთ ადამიანები და როდესაც ადამიანები შეასრულებდნენ თავის კანონიერ მოთხოვნას, დავალებას, სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ გდდ-ს თანამშრომელს თუ დაავალებენ უკანონო დავალებას, მან არ უნდა შეასრულოს, არ უნდა სცემოს ხალხი, არ უნდა აწამოს ადამიანები და სწორედ აქ არის სამართლებრივი დეტალი, ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, რომ თუ თქვენ არ სცემთ ადამიანებს, არ აწამებთ ადამიანებს, არ შეასრულებთ უკანონო დავალებას, როდესაც თავისუფალი ადამიანები გაიმარჯვებენ, ბიუჯეტიდან კანონიერად თქვენ მიიღებთ ჯილდოს. ალბათ ძალიან იცით ყველამ, როდესაც პოლიციის თანამშრომლები კანონიერად ასრულებენ დავალებას, ისინი იღებენ ჯილდოს ბიუჯეტიდან და ლევან ხაბეიშვილი სწორედ ამბობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გაიმარჯვებენ, ბიუჯეტიდან ეს ადამიანები მიიღებენ ჯილდოს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს