ლაშა ტყეშელაძე - სისტემას და ავტორიტარიზმს ეზიზღება თავისუფალი ადამიანი, მათ თავისუფალი ადამიანების ეშინიათ

ავტორი
Front News საქართველო
სისტემას და ავტორიტარიზმს ეზიზღება თავისუფალი ადამიანი, მათ თავისუფალი ადამიანების ეშინიათ და ეზიზღებათ ისინი, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მისთვის, როგორც უფლებადამცველისთვის ყველა პატიმრის გათავისუფლებაა მნიშვნელოვანი.
"დიდი ხანია, ეს ადამიანები დაცლილი არიან ადამიანური გრძნობებისგან. სისტემას და ავტორიტარიზმს ეზიზღება თავისუფალი ადამიანი, მათ თავისუფალი ადამიანების ეშინიათ და ეზიზღებათ ისინი. ციხეში ჩასვეს, აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ამიტომაც ეშინიათ მათი და სწორედ ამიტომვე დაგეგმეს, რომ რამენაირად ეს ადამიანები რაიმე შეცდომაში შეეყვანათ.
ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი გარეთ გამოვიდეს იმიტომ, რომ ჩვენი მებრძოლი ადამიანები არიან გმირები და ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ გარეთ და არა ციხეში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ გარეთ", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
თაგები:
ლაშა ტყეშელაძე




