Logo

ლაშა ცუცქირიძე - ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ანრი კვარაცხელიას მიმართ დადგა, სრულად გაუქმდეს და ცნობილი იყოს უდანაშაულოდ

სამართალი
246
Frontnews image description

ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კვარაცხელიას მიმართ დადგა საქალაქო სასამართლოში, სრულად გაუქმდეს და ანზორი ცნობილი იყოს უდანაშაულოდ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანრი კვარაცხელიას ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, 12:00 საათზე უკვე მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

"სააპელაციო სასამართლოში უკვე მეორე პროცესია, რაც გრძელდება არსებითი განხილვა ანზორ კვარაცხელიას სისხლის სამართლის საქმეზე. სააპელაციოში გასაჩივრებული გვაქვს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. ბრალდების მხარე ითხოვს განსაზღვრული სასჯელის - 4 წლის და 6 თვის დამძიმებას ანზორ კვარაცხელიას მიმართ სააპელაციოში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კვარაცხელიას მიმართ დადგა საქალაქო სასამართლოში, სრულად გაუქმდეს და ანზორი ცნობილი იყოს უდანაშაულოდ.

დღეს, 12:00 საათზე უკვე მორიგი სხდომა გაიმართება, დარჩენილია მხარეთა მხოლოდ რეპლიკები, რის შემდეგაც უკვე რამდენიმე წუთში მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება", -  განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ანზორ (ანრი) კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

Advertisement