Logo

ლავროვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი

უკრაინა
477
Frontnews image description

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, შეხვდეს ზელენსკის, თუ ყველა საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას უმაღლეს დონეზე, იქნება კარგად დამუშავებული.

"როდესაც და თუ უკრაინასთან მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა საქმე, სწორედ მაშინ დადგება უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი“, - განაცხადა მან.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ პუტინი თითქოს მზადაა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, თუმცა არსებობს პირობა.

მისი თქმით, კრემლის ხელმძღვანელი მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად "მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება შემუშავებული“.

ლავროვმა არ განმარტა, კონკრეტულად რაზე საუბრობდა.

 

Advertisement