ლავროვი – ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“აშკარაა, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განმარტა დეტალურად მიზეზები, რა ხდება უკრაინაში და მიზნები, რომელიც რუსეთს აქვს.
“ისინი, უპირველეს ყოვლისა, შედგება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოებისთვის რაიმე საფრთხის არარსებობის გარანტიაში. დასავლეთი ამ გეგმებს მრავალი წელია, ახორციელებს. მეორე ამოცანა, რა თქმა უნდა, არის უკრაინის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რუსულენოვანი მოსახლეობის სიცოცხლის და კანონიერი უფლებების დაცვა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ირღვევა“, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
სერგეი ლავროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს