ლავროვი – სირცხვილია, რომ G20-ისთვის უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “სირცხვილია, რომ G20-ისთვის უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო”.
“დიდი ოცეული 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების დონეზე ჩამოყალიბდა. შემდეგ კი, 2008 წელს ის გახდა “დიდი ოცეულის“ სამიტი. არავინ საუბრობს ფინანსებზე, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რისთვისაც დიდი ოცეული ჩამოყალიბდა. დღეს “დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს სირცხვილია“, – განაცხადა ლავროვმა ინდოეთში კონფერენციაზე.
ლავროვმა ასევე უპასუხა შეკითხვას, როგორ აისახა უკრაინის ომი რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე.
“რუსეთი ცდილობს ომის შეჩერებას, რომელიც მის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გამოყენებით წამოიწყეს”, – განაცხადა ლავროვმა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.
თაგები:
სერგეი ლავროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს