ლავროვის უწყება - აუცილებელია, კოლექტიურად უარვყოთ აშშ-ის და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები, მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისკენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს გმობს.
ლავროვის უწყება აცხადებს, რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევაა.
"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამ ქმედების შედეგები, მათ შორის რადიოლოგიური, ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ დაიწყო საშიში ესკალაცია, რომელიც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს. საგრძნობლად გაიზარდა კონფლიქტის გაფართოების რისკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც მრავალი კრიზისით არის მოცული.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშმა მნიშვნელოვნად დააზარალა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და მასზე დაფუძნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემის ავტორიტეტი.
უახლოეს მომავალში დაგეგმილ სააგენტოს სპეციალურ სესიაზე განსახილველად საჭიროა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ობიექტური ანგარიში. რა თქმა უნდა, გაეროს უშიშროების საბჭოც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება. აუცილებელია, კოლექტიურად უარვყოთ აშშ-ის და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები. მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისკენ და ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს