Logo

ლექსო ბურჭულაძე - არანაირი კონტაქტი არ გაგვაჩნია ოჯახის არცერთ წევრს, არ აწყობთ, რომ ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერზე ისაუბრონ

პოლიტიკა
169
Frontnews image description

4 ოქტომბრის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ გაგვაჩნია ოჯახის არცერთ წევრს. მე ამ ფაქტს ვუკავშირებ იმას, რომ არანაირად არ აწყობთ, ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერზე ისაუბრონ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანის, "რუსთაველის გამზირის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის შვილმა ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტზე დეტალური განმარტება არ არსებობს.

"4 ოქტომბრის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ გაგვაჩნია ოჯახის არცერთ წევრს, არც ბავშვებს - აბსოლუტურად არავის და გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება იყოს იმისთვის, რომ 5-6 წლის ბავშვთან ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, ვიზიტზე საუბარიც აღარ არის.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ფაქტობრივად არ არსებობს თუ რატომ არის ეს პრობლემა, ხომ შეიძლება, ელემენტარული ინფორმაცია გაიცვალოს - კარგად ვართ, ცუდად ვართ, თუ რა ხდება. 

მე ამ ფაქტს ვუკავშირებ იმას, რომ არანაირად არ აწყობთ, ორგანიზატორებმა 4 ოქტომბერზე ისაუბრონ, ამაზე მხოლოდ ხელისუფლება საუბრობს", - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები