Lend-Lease-ის კანონი უკრაინისთვის ძალაში შევიდა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 1 ოქტომბერს, ძალაში შევიდა აშშ-ის ისტორიული Lend-Lease-ის კანონი უკრაინისთვის, უკრაინის არმიას შეუძლია მიიღოს უპრეცედენტო დახმარება, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი “ტვიტერზე” წერს.
“დღეს ამოქმედდა ლენდ-ლიზის კანონი, ეს ნიშნავს მეტ სხვადასხვა და მაღალი ხარისხის იარაღს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის მთელ ტერიტორიას”, – წერს სტეფანჩუკი.
ლენდ-ლიზის კანონმა უნდა მოხსნას ბიუროკრატიული დაბრკოლებები უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო იარაღის მიწოდების გაფართოებული უფლებამოსილება.
ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალება მისცა სწრაფად შეევსო მოკავშირეების მარაგი სამხედრო აღჭურვილობითა და სხვა იარაღით.
კანონის პირობები უკრაინისთვის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროგრამის მსგავსია.
თაგები:
ლენდ-ლიზი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს