ლენტეხის ყოფილი მერი 18 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

ავტორი
Front News საქართველო
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი 18 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
მასთან ერთად დაკავებული გიორგი გულბანი 13 000-ლარიანი, ნუგზარ ტვილდიანი კი 12 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 აპრილს გაიმართება.
ონიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გუშინ, 23 თებერვალს გაავრცელა.
თაგები:
გია ონიანი




