
ავტორი
Front News საქართველო
“TV პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა.
11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ კი, რომელიც 5 ივლისს მასთან ერთად იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა.
ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, მათ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ დრომდე თავისუფლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა კი, რომლებიც მედიაზე უპრეცედენტო ძალადობის ორგანიზატორები არიან, საკუთარი პარტია დაარეგისტრირეს.
მათ დასჯას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.
თაგები:
ლექსო ლაშქარავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს