ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონის პირველი პირებთან ერთად ექვსივე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.
ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რადგან რეგიონები ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს