Logo

ლევან ბეჟაშვილი - 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ხალხის ხარჯზე თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება და ქვეყანა ევროპისკენ მოვაბრუნოთ

პოლიტიკა
122
Frontnews image description

"კომპანია "ლაგთან“ დაკავშირებული მენეჯერების დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ ათობით მილიონი ლარი ისევ და ისევ კორუფციის ჯიბეში იკარგება – 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ხალხის ხარჯზე თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება და ქვეყანა ევროპისკენ მოვაბრუნოთ”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ როგორ მიდის “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირება საბიუჯეტო ფულის გაფლანგვაზე და გადანაწილებაზე. კომპანია "ლაგთან" დაკავშირებული მენეჯერების დაკავება ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკავშირდება კონკრეტულ დეპუტატს და ოჯახის წევრებს. ის ათობით მილიონი ლარი, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიის მიერ არის შეჭმული და გაფლანგული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მასშტაბებს კორუფციისა, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში და დღეს ერთადერთი შემოსავალი “ოცნების” და ივანიშვილის არის სწორედ ხალხის ფული, კორუფციული ფული, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი, უნდა დავასრულოთ ხალხის ხარჯზე თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება ხალხის ხარჯზე და ქვეყანაში უნდა დავასრულოთ კორუფცია, უნდა შემოვაბრუნოთ ქვეყანა ევროპისკენ და ქართველი ხალხის გამარჯვების დღედ ვაქციოთ 4 ოქტომბერი”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Advertisement