Logo

ლევან ბეჟაშვილი - არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა, ამით ამაყობდა კიდეც, მაგრამ უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, ამომრჩეველიც და ხმებიც

პოლიტიკა
149
Frontnews image description

ახალი რა ითქვა მისგან? - არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით - საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? - პასუხიც აქ არის. მთავარი “წითელი ხაზი” ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-სგან დისტანცირებას და ხმების წართმევაზე გადიოდა. იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც, რაც მაშინ ასე აქტიურად პიარდებოდა (ამბობენ 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია), თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა - ვის ინტერესში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვა და ვის აწყობდა მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება? მაგრამ არჩევნების დროს რა ხდებოდა?

“ახლები” კარდაკარ დადიოდნენ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთან და ეუბნებოდნენ:
- “მაინც ერთნი ვართ”
- “ჩვენც მიშას პარტია ვართ”

ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და “ლელოსთან” დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება.

და მართლა მაინტერესებს - ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი “პრინციპულობა” ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა - ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება.

მოკლედ, ახალი არაფერია. ფოკუსი გასასწორებელია - მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან", - წერს ბეჟაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები