ლევან ბეჟაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სასამართლოსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალწარმოება საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით დაიწყება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ახლა ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა, ამიტომ, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც მიტაცებულია და მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს ბოლო წლებში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნითა და მოთხოვნით, ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი პროცესების განხორციელების ეტაპისთვის. ამიტომ, ვიწყებთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად.
პირველ ეტაპზე გასაჩივრებული იქნება და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი სასამართლოში წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის - ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. წულუკიანის კომისიამ ფაქტები არ გამოიძია, შეკრა დოკუმენტი, რომელიც არის "ასავალ-დასავალის" სტატიების კრებული და ამით ცდილობს, დაარტყას საქართველოს უახლეს ისტორიას, ჩამოშალოს სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2003-2012 წლებში და ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ამის საფუძველზე ხდება "ნაციონალურ მოძრაობაზე" დარტყმა.
მეორე ეტაპზე სარჩელი შევა იმ კანონებზე, რომლითაც აუქმებს პარტიებს "ქართული ოცნება", მათ მიტაცებული ხელისუფლების საფუძველზე ცდილობს დემოკრატიის გაუქმებას.
მესამე ეტაპი იქნება - საკუთრივ "ქართული ოცნების" სარჩელთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, თუ რამდენად ღირს ასეთ ვითარებაში სამართალწარმოების დაწყება, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო და იურიდიული პარტნიორების კონსულტაციების საფუძველზე, მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზევე წარვადგინოთ ისეთი არგუმენტები, რომლებიც ევროსასამართლოში გადამწყვეტი იქნება.
"ქართულმა ოცნებამ" შექმნა ქვეყანაში რუსული რეჟიმი, მაგრამ ამას სჭირდება ბრძოლა ყველა ეტაპზე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თაგები:
ლევან ბეჟაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


