Logo

ლევან ბეჟაშვილი - შალვა პაპუაშვილის მუქარა მეტყველებს, რომ "ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს

პოლიტიკა
70
Frontnews image description

“შალვა პაპუაშვილის მუქარა მეტყველებს, რომ „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს - 300-დღიანმა პროტესტმა თავისი სიტყვა თქვა; ამიტომ 4 ოქტომბერს ბევრი და ერთიანი უნდა ვიყოთ, რათა დიქტატორული რეჟიმი საბოლოოდ დავასრულოთ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

“შალვა პაპუაშვილის მორიგი მუქარა და ლანძღვა ჩვენი პარტნიორების, კიდევ ერთი ნიშანია, რომ დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები. ეს ლეგიტიმაცია უზრუნველყო ქართველი ხალხის 300-დღიანმა პროტესტმა და ბრძოლამ სხვადასხვა ქალაქებში, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრი, ერთიანები და საბოლოოდ გავაფორმოთ ქართველი ხალხის გამარჯვება დიქტატორულ რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო იზოლაციის პროცესში ქართველი ხალხი იყოს ერთიანი, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და ბრძოლა ყოველთვის გაიმარჯვებს”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Advertisement