Logo

ლევან დავითაშვილი - არ გავქცეულვარ, შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება

პოლიტიკა
86
Frontnews image description

არ გავქცეულვარ, ზეგ ისევ ვბრუნდები და იქით კვირაში ისევ წასვლა მიწევს და ასე შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტები საქმიანია.

"არ გავქცეულვარ, ზეგ ისევ ვბრუნდები და იქით კვირაში ისევ წასვლა მიწევს და ასე შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება. რა თქმა უნდა საქმიანი, კომერციული შეხვედრები მაქვს. მე მაქვს კერძო ბიზნესი, ვაკეთებ კერძო ბიზნესს და ვარ საქმიანად წამოსული, რომელიც დაგეგმილი იყო, ასევე ყველასთვის ნაცნობი იყო და არაფერი ამაში სასპეკულაციო არ არის. გამოძიებასთან მე ნებისმიერი კითხვა თუ იქნება, გავცემ პასუხს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა "ფორმულასთან".

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან დავითაშვილმა საზღვრის დატოვება სცადა და უსაფრთხოების სამსახურმა არ გაუშვა. 

ყოფილი მინისტრი 17 თებერვალს  სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები