Logo

ლევან იოსელიანი ეუთოს ადამიანური განზომილების "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

პოლიტიკა
35
Frontnews image description

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთოს ადამიანური განზომილების "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიკს შეხვდა, - ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

"17 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს ადამიანური განზომილების "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიკს შეხვნენ.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა. 

ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და  სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები