ლევან იზორია - სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ვიღებთ სავალალო შედეგებს


ავტორი
Front News საქართველო
მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსის ვალდებულებაა, საფრთხეების პრიორიტეტები განსაზღვროს.
"ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა.
მე გავიგე საჯარო ინფორმაციების საფუძველზე მასმედიების საშუალებით მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა კონკრეტული საგუშაგო კონკრეტულ ადგილზე.
სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი. მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ვიღებთ სავალალო შედეგებს მორიგი ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით, არის ყოვლად სამწუხარო ფაქტი.
მას, როგორც პასუხისმგებლიანს, ეს ფორმატი, როგორიც არის უსაფრთხოების საბჭო, უნდა გამოეყენებინა. პოლიტიკოსის ვალდებულებაა, საფრთხეების პრიორიტეტები განსაზღვროს, როდესაც ხედავ, რომ გადაწყვეტილებით უფრო დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, უნდა დაფიქრდე და შესაბამისად იმოქმედო", - განაცხადა ლევან იზორიამ.
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
თაგები:
ლევან იზორია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს