Logo

ლევან ხაბეიშვილი - ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია, აიღეთ ხელში დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ

პოლიტიკა
139
Frontnews image description

“4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი. ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, "დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ”, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილშია აღნიშნული.

“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული თავისუფლების მოედანზე - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ.

4 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი.

ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სამშობლოს მომავალზე ზრუნვა და ვალდებულები ვართ გავიდეთ რუსთაველზე.

ანწუხელიძის საქართველოს შეშინება, „დაჩმორება“, დამცირება და დამარცხება შეუძლებელია. აიღეთ ხელში საქართველოს დროშა, იმოქმედეთ და გავიმარჯვებთ.

ქრისტიანული, ქართული, ევროპული, ღირებულებები არ დგას ბოროტებაზე, დაყოფაზე, გახლეჩაზე და ადამიანის ჩაგვრაზე. პირიქით! ქრისტიანული, ქართული, ევროპული ღირებულებები, დამყარებულია სიყვარულზე, სოლიდარობაზე, სიკეთეზე და ერთმანეთის მხარში დგომაზე.

ჩვენი ვალია ერი და ბერი გაერთიანდეს, დავასრულოთ საქართველოს და ქართველი ხალხის დაყოფა, გახლეჩა.

4 ოქტომბერს, რუსთაველზე ვერთიანდებით სრულიად საქართველო და ვიმარჯვებთ.

ღმერთმა დალოცოს საქართველო", - წერს ხაბეიშვილი.

Advertisement