ლევან ხაბეიშვილი - არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება, ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე


ავტორი
Front News საქართველო
არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება, ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! - დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც "რემბო" ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!
სადღაც "ტყეში", ან "პადვალში" დასვამენ ვიღაც გაუგონარ "სასტავს" და აბოდიალებენ რასაც უნდათ - გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!!
ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! - არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება!!!
ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!! ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! "საიდუმლო" შეხვედრები და “უტუ-პუტუ” კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით - საჯაროობა, გამჭვირვალობა და ღიაობა!!!
4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს