Logo

ლევან ხაბეიშვილი - არაფერი მაქვს ასაღიარებელი, აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში?

პოლიტიკა
143
Frontnews image description

ამ საქმეში არაა დაზარალებული, ობიექტი. აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში?, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას პროკურატურამ არ დაუტოვა ბრალის აღიარების შესაძლებლობა.

“ამ საქმეში არაა დაზარალებული, ობიექტი. არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი - ან მატერიალური სიკეთე ან რამე, არ არსებობს არაფერი.

პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა ბრალის აღიარების, მე არაფერი მაქვს ასაღიარებელი. აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში? მირჩევნია სწრაფად გამოაცხადოთ გადაწყვეტილება, აგერ ვარ და გისმენთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები