ლევან ხაბეიშვილი - ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში


ავტორი
Front News საქართველო
“დღევანდელი ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნებაში“ შიდა ომია. ძმები მიქაძეები, რომლებიც ივანიშვილისთვის იღვწოდნენ, ერთი დაპატიმრებულია, მეორე კი გაქცეულია, მათ უკან დგას ფარცხალაძე, რომელსაც „ოცნების“ ყველა წევრი იცავდა, მაგრამ ახლა ივანიშვილმა ციხის გზას გაუყენა. “ოცნების” შიდა ომი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ - 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში, მშვიდობიანად დავამხოთ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი,“ — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
“დღევანდელი ბრიფინგი დადასტურებაა იმის, რომ შიდა ომია ივანიშვილის გუნდში და ახლა უკვე მისი ყოფილი თანაგუნდელები, ივანიშვილისთვის რომ იღვწოდნენ - ძმები მიქაძეები, ერთი დაიჭირეს, ერთი გაქცეულია. ამბობენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა, დააორგანიზეს, ლამის სამუდამო ციხე ემუქრება ამ ადამიანებს და ამ ხალხის უკან ვინ დგას? ფარცხალაძე, რომელსაც წლების განმავლობაში კბილებით იცავდა ყველა “ოცნების” სპიკერი, დაწყებული კობახიძიდან, გაგრძელებული ლასტებიანი ზარქუათი. ყველას გვაქვს ნანახი როგორ კბილებით იცავდნენ და დღეს სამუდამო ციხისთვის გაუყენა გზას ივანიშვილმა. სამწუხარო რეალობაა, რომ თვეები დასჭირდა ამ საქმის გამოძიებას, არადა ძალიან მარტივი იყო, ყველამ ყველაფერი იცოდა ამ ქალაქში ვინ შეუკვეთა, ვინ ჩამოიყვანა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის დაგეგმვა, მაგრამ ერთი რამე უნდა გესმოდეთ, რომ რასაც ახლა გამოძიება ამბობს, შეუძლებელია ფარცხალაძის გარეშე მომხდარიყო. ფარცხალაძის გუნდთან - მიქაძეებთან დაპირისპირება “ოცნებაში” რას ნიშნავს ჰკითხეთ ზარქუას და ჩემზე უკეთ ის გადაგითარგმნით. ეს არის აბსოლუტური დაპირისპირება და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. 4 ოქტომბერს ყველანი ქუჩაში და მშვიდობიანად დავამხოთ ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს