ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის მთავარი მოკავშირე შიში და უიმედობაა, ერთადერთი რამეზე დგას, სწორედ შიშია


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას“ კარგად ესმის, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, ამიტომაც ამბობენ, რომ მას დაიჭერენ, რათა ეს სიტყვა აღარ გაიმეოროს.
"ახლა გული გამისკდა და ღამე აღარ დამეძინება. ამის შემდეგ აღარაფერს ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას მშვიდობიანად დავამხობთ. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი. შევიკრიბებით ხოლმე ე.წ. ვოლიერში, სადაც გააფთრებული მანდატურები დარბიან, ქალებსა და ახალგაზრდებს სცემენ. ამ გალიის შიგნით კი ვისაც შეიყვანენ, სამართალს ვერ იპოვით. ე.ი. სულ ველოდებით, რა განაჩენს გამოიტანს ივანიშვილი“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, როცა ის ივანიშვილის რეჟიმის დამხობაზე საუბრობს, უნდა გაიხსენონ 2003 წლის რევოლუცია.
"წულუკიანს ჰქონდა დღეს ისტერიკა 2003 წლის რევოლუციაზე. თურმე სააკაშვილმა ხელისუფლება რომ შეცვალა, ეს კარგი კი არ ყოფილა. თურმე გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძე ყოფილიყო ისევ ხელისუფლებაში და მას წასვლაზე ხელი არ მოუწერია. ქართველ ხალხს ერთხელ უკვე გაუკეთებია. ზუსტად იგივე, ჩვენმა მეზობლებმა, სომხებმა, 2019 წელს გააკეთეს ფაშინიანთან ერთად. მათ მშვიდობიანად დაამხეს რეჟიმი. აი, სწორედ ამას ჰქვია ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა და ამას ვგულისხმობ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, ერთადერთი რამეზე დგას ივანიშვილი, სწორედ შიშია.
"პირდაპირ ვამბობ, რომ ამ ძალოვნებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ. ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ჯამში სულ ხუთიდან შვიდ ათასამდე კაცია. მათ შორის კრიმინალური პოლიციისა და დაცვის თანამშრომლებს თუ დავამატებთ, მაქსიმუმ შვიდ ათას კაცზეა საუბარი. სწორედ ეს ადამიანები უპირისპირდებიან ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს. ხომ ჩნდება კითხვა, რატომ აჯარიმებენ ადამიანებს Facebook-სტატუსების გამო? ვინც გზას კეტავს, მას ხუთი ათასი ლარით აჯარიმებენ. იმიტომ, რომ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე შიში და უიმედობაა. ერთადერთი რამეზე დგას ივანიშვილი, სწორედ შიშია. მისი გუნდი მთლიანად ჩამოშლილია.
მან ესროლა რიჟავაძეს და ამდენი ხანია, პროკურატურას ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ერთი განცხადება პროკურატურის მხრიდან გინახავთ? არ აქვს მნიშვნელობა, პირადად რიჟვაძემ ისროლა თუ ზურგში ესროლეს. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც საკუთარი ძმაკაცი დაიცვა. სამ თვეში ოხანაშვილი როგორ მოაძრეს და მოაშორეს, სადმე გინახავთ? მივმართავ ივანიშვილს, ვერაფერსაც ვერ აკონტროლებ გრიგორიჩ, სად არის ღარიბაშვილი, რომელსაც ჩვენებები ჩამოართვი და ვერ იჭერ? სად არის ლილუაშვილი, რომელთანაც მიბობღდი, მაგრამ ვერც იმას ვერ იჭერ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს