ლევან ხაბეიშვილი - მადლიერი ვარ, ისეთიც რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, რაც მე მავნებდა

ავტორი
Front News საქართველო
ფასების კომისია, რომელიც დამთავრდა დღეს და წილოსანი, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში არის 20 000 ლარი. ახლა 20 000 რომ ჩაგირიცხოთ თქვენ, ისე გაღიმებული მოჰყვებით, რომ კარგი ფასებია ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტური ქურდების ხელშია ქვეყანა.
"გუშინ ვუყურე სხდომას, სადაც ლაპარაკობდნენ საწვავზე ეს აბსოლუტური ყაჩაღი და ქურდები - ფხაკაძეებს ვგულისხმობ, ყაჩაღები არიან, გაგრძელებული ჩხარტიშვილით, ენუქიძით - ეს ხალხი, ვინც სისხლს წოვს ქართველ ხალს. ესენი ლაპარაკობდნენ, რომ თურმე, იაფად ყიდიან საწვავს. საწვავი დავთვალე და ერთი ლიტრი ფოთამდე მოდის 2 ლარად და 10 თეთრად, აი ახლა გაძვირებულს რომ ეძახიან, იმ პირობებში და "კალონკებზე" გვხვდება 3,60-4 ლარი. ეს ლარნახევარი, ორი ლარი სად იკარგება გზაში. ახლა ხომ 2,10 ლარი ღირს, ზუსტად 2-3 თვის წინ ლარ-ნახვარი ღირდა ფოთამდე, მაგრამ ყიდდნენ 2 ლარად და 60 თეთრად. აქ არის აბსოლუტურად ქურდული წილი, აბსოლუტურად ყაჩაღი ფხაკაძის და ასეთი ოლიგარქების.
ფასების კომისია, რომელიც დამთავრდა დღეს და წილოსანი, რომელიც ამ კომისიაში ზის, მისი ანაზღაურება პარლამენტში არის 20 000 ლარი. ახლა 20 000 რომ ჩაგირიცხოთ თქვენ, ისე გაღიმებული მოჰყვებით, რომ კარგი ფასებია ქვეყანაში და ამ ადამიანის მამას 58 ათასის მოპარავას ედავებოდნენ, მამამისს, წილოსანის მამას. "ოცნების" პროკურატურა ედავებოდა, ხალხო და ეს ქალი ზის დღეს პარლამენტში.
აბსოლუტური ქურდების ხელში ვართ, სიტყვაზე, აზრის გამოხატვაზე გვიჭერენ, მაგრამ ეს ყველაფერი მალე შეიცვლება.
ხაბეიშვილი არ არის საზოგადოებისთვის საშიში. მადლიერი ვარ, ისეთიც რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, რაც მე მავნებდა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი




