Logo

ლევან ხაბეიშვილი - მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება, ბოლოს და ბოლოს გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა

პოლიტიკა
172
Frontnews image description

თქვენ რომ მედავებოდეთ, ჩუმად რაღაც გააკეთეო, მაშინ მე ვიტყოდი, ან „კი“-ს ან „არა“-ს, მაგრამ არ მედავებით რამეს ჩუმად კეთებას და ტელევიზორში რაც ვილაპარაკე თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის საინტერესოა, არის თუ არა პოლიტიკოსის განცხადება დანაშაული.

"თქვენ რომ მედავებოდეთ, ჩუმად რაღაც გააკეთეო, მაშინ მე ვიტყოდი, ან „კი“-ს ან „არა“-ს, მაგრამ არ მედავებით რამეს ჩუმად კეთებას და ტელევიზორში რაც ვილაპარაკე თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის. რამე კი არ დამიმალავს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს სასამართლო პროცესები. ხომ შეიძლებოდა ის გდდ-ს თანამშრომელი მოგეყვანათ დღეს? ჩემი თხოვნაა, რომ სწრაფად დავიწყოთ განხილვა. 4 თვეა, წინ ვერ წავიწიეთ, გაგვასწრო 3 თვით ადრე დაწყებულმა საქმეებმა. საქმე იმაშია, რომ ვერ გავმტყუნდები, მალე მინდა დადგეს ეს მართლმსაჯულება. ბოლო ბოლო გავიგოთ ყველამ, საჯარო ლაპარაკი დანაშაული არის თუ არა. პოლიტიკოსის საჯარო განცხადება არის თუ არა დანაშაული, ეს ჩემთვისაც საინტერესოა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი იყო დანაშაული", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები