Logo

ლევან ხაბეიშვილი - მე ეჭვი მაქვს, კახი, ჩვენი დასაცავი გახდები

პოლიტიკა
44
Frontnews image description

კალაძესაც დასაჭერად აქვს საქმე, მის მიმართაც არის გზავნილი. მე ეჭვი მაქვს, კახი, ჩვენი დასაცავი გახდები, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია - ან მოგკლავთ, ან დაგიჭერთ.

"ბიძინა ივანიშვილის გზავნილია - ან მოგკლავთ, ან დაგიჭერთ, ფული მოიტანეთ, რა!  ეს კაცი არის აბსოლუტური შლეგი, აბსოლუტური არაადეკვატური და უნდა ესმოდეს კალაძეს, ღარიბაშვილსაც, ლილუაშვილსაც - "დამოკლეს მახვილია" თქვენს თავზე, ამოიღეთ ხმა, თორემ დაგხოცავთ ბიძინა ივანიშვილი. 

800 მილიონ დოლარზეა საუბარი, ჩემი ინფორმაციით, 2 მილიარდ ლარამდე თანხაზე, რომელიც პირველ ეტაპზე კალაძემ უნდა მიიტანოს ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ მისი შავი ბუღალტერიის ნაწილი უკვე დასრულებულია, ნახეს რამდენი აქვს პირობითად გატანილი ჩუმად სამშენებლო ბიზნესებიდან, სხვადასხვა "ქოლ-ცენტრებიდან".

კალაძესაც დასაჭერად აქვს საქმე, მის მიმართაც არის გზავნილი - ძმა, ფულს მოიტან და თუ არ მოიტან 800 მილიონ, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან აქეთ რიჟვაძის გზას, რომელიც გადის ან ციხეზე, ან სიკვდილზე, ან იარაღზე, ამიტომ, კალაძეს ძალიან მძიმე რეალობა უდგას და მე ეჭვი მაქვს, კახი, ჩვენი დასაცავი გახდები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement