ლევან ხაბეიშვილი - მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა


ავტორი
Front News საქართველო
“მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა და ერთიანობა უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში, რადგან ივანიშვილს ეშინია ერთადერთი რამის - ჩვენი ძალის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ ხოლმე, რომ ნორმალური ადამიანის მსგავსია და ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, მაგრამ ყოველ დღე ველოდებით ვის დაიჭერს, ქალებს იჭერენ, 18 წლის ბავშვებს იჭერენ, პოლიტიკოსებს აკავებენ და ამ ყველაფრის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი არის ივანიშვილის რეჟიმის დამხობას. მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა და ერთიანობა უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - 4 ოქტომბერს ისინი აპირებენ სპექტაკლის დადგმას, ვგულისხმობ არჩევნებს, პარალელურად პოლიტიკოსები ციხეში, სამოქალაქო აქტივისტები ციხეში, ახალგაზრდები ციხეში, ამიტომ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დაიბრუნოს ძალაუფლება, სხვანაირად, მისი დაწერილი ციფრებით, შსს-ით, სუს-ით, ვერ მოვერევით, გაუქმებულია დემოკრატია, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილს ეშინია ძალის, ერთადერთ შემთხვევაში დაიხევს უკან, თუ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ეროვნული მობილიზება უნდა მოხდეს, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, ივანიშვილის დამხობის გარეშე არაფერი არ გამოვა. სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს