ლევან ხაბეიშვილი - მსგავსი რეჟიმები არჩევნებით არ მარცხდება, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქუჩაში გადაწყდება ეს ბედი


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის მსგავსი რეჟიმები არჩევნებით არ მარცხდება, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქუჩაში გადაწყდება ეს ბედი. ისინი აპირებენ არჩევნების ჩატარებას და მოუწევთ, რომ პოლიციის ჯგუფები საარჩევნო უბნებზე დააყენონ, დაქსაქსულები იქნებიან, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა შეიკრიბოს და გადაწყდეს მნიშვნელოვანი საკითხები.
"ივანიშვილის მსგავსი რეჟიმები არჩევნებით არ მარცხდება, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქუჩაში გადაწყდება ეს ბედი. ქუჩაში რომ გადაწყდეს, ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, მათ შორის პროტესტშიც.
4 არის ბუნებრივი "დედლაინი", ისინი აპირებენ არჩევნების ჩატარებას. მოუწევთ, რომ პოლიციის ჯგუფები საარჩევნო უბნებზე დააყენონ, დაქსაქსულები იქნებიან. ამასობაში, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ ამომრჩეველს ვუთხრათ, რომ ყველანი ერთად ვიკრიბებით. ჩვენ გვინდა ეროვნული სტადიონი, პაატა ბურჭულაძემ შეიტანა განცხადება მერიაში. გვინდა, რომ ეროვნული ყრილობა ჩავატაროთ და იქიდან დავიძრათ, თუ სადმე დასაძრავია. თუ არ მოგვცემენ, მოვნახავთ ადგილს, სადაც შევიკრიბებით, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობის ეროვნულმა მოძრაობამ უნდა წავართვათ ბიძინას ხელისუფლება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს