Logo

ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება

პოლიტიკა
4 საათის წინ / 20:10
166
Frontnews image description

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება - საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორი საქართველო სურს საქართველოს მოქალაქეს და გაჟონილმა კალანდარიშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები ვერ უნდა ჩაატარონ”, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ დაორგანიზებულ ოპოზიციური შეხვედრის შემდეგ.

“მესამე შეხვედრაა უკვე და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს საქართველომ ივანიშვილის გარეშე და თქვენც კარგად გესმით, რომ შავსაღებავ შესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოსი არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით, დასანქცირებული, თავსლაფდასხმული ივანიშვილი და კობახიძე რა არჩევნებს ჩაატარებს, ამას არ ჰქვია არჩევნები, პოლიტიკოსობანას თამაშობენ და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც თავისუფლება, ამიტომ ყველა ვთანხმდებით, რომ კი, ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, ამაზე მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს. საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორი საქართველო სურს საქართველოს მოქალაქეს და გაჟონილმა კალანდარიშვილმა და ივანიშვილმა არჩევნები ვერ უნდა ჩაატარონ, ამ მნიშვნელოვან საკითხებზე არსებობს შეთანხმება”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement