ლევან ხაბეიშვილი - სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე


ავტორი
Front News საქართველო
“პანჩური" ტიტუშკას - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე”, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
"პანჩური" ტიტუშკას - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ "მოხვდეს" ხალხისგან იგივე.
ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი - კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით "მესიჯს" უგზავნიან ხალხს, რომ - “არ მოგვეკაროთ…”
რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას.
მათ დაემუქრნენ, რომ - "დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!", რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!!
სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!
გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში”, - წერს ლევან ხაბეიშვილი
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს