Logo

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
332
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას თავისუფლების 9 თვით აღკვეთა შეეფარდა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები