ლევან კიკალიშვილი ბილიარდში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვაში მოზარდთა შორის კლასიკური ბილიარდის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ლევან კიკალიშვილმა გაიმარჯვა. ეს საქართველოსთვის ახალგაზრდულ დონეზე ისტორიული შედეგია.
კიკალიშვილმა ტურნირი წარმატებით დაიწყო. ქართველმა პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა, მეოთხედფინალური შეხვედრა დათმო, თუმცა წაგებულთა ბადიდან დაბრუნდა და ნახევარფინალში მეტოქის დამარცხებით ფინალის საგზური მიიღო.
გადამწყვეტ შეხვედრაში ლევან კიკალიშვილმა უკრაინელი მატვეი ბინდასოვი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
თაგები:
ლევან კიკალიშვილი




