Logo

ლევან კობერიძე “ლელოს” ტოვებს

საზოგადოება
1194
Frontnews image description

ლევან კობერიძე პარტიას "ლელო საქართველოსთვის" ტოვებს. ის ინფორმაციას ადასტურებს.

კობერიძის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას "ლელოშიც" ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

ლევან კობერიძე პარტიას გასული წლის აგვისტოში შეუერთდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს "ლელოს" სახელით. 

იქამდე მან 2019 წლის დეკემბერში მმართველი პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც "ქართულმა ოცნებამ" სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

თაგები:

Advertisement