Logo

ლევან მაჭავარიანი - აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს

პოლიტიკა
71
Frontnews image description

როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა - დასავლეთი გვაკრიტიკებდა. შეგახსენებთ, ერთმანეთის მიყოლებით სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ჩინეთის პრეზიდენტთან ევროპელი ლიდერების ვიზიტს ეხმიანება.

მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.

“როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა - დასავლეთი გვაკრიტიკებდა. 

აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას საციცოცხლოდ სჭირდება, მით უმეტეს ევროკავშირს.

შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმაოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზეც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.

ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები