
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მინისტერიალის მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება”.
მაჭავარიანის შეფასებით, რუბიოს განცხადების ფონზე, ბრიუსელი ამტკიცებს, რომ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას წარმოადგენს.
“არადა, ბრიუსელი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ ეს საქართველოში დასაიგნორებელი და გამოხატვის თავისუფლებად გასასაღებელიაო”, - წერს ლევან მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს