Logo

ლევან მაჭავარიანი - ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა

პოლიტიკა
451
Frontnews image description

ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს] და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა - მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია, მელიქიშვილზე ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა

"ტელეფონებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდანაც ბევრი ადამიანი იღებდა [დაპირისპირების კადრებს], ვინაიდან, წინასწარ ვიცოდით რომ მოდიოდნენ, შემდეგ ისეთი კადრები რომ არ ყოფილიყო მხოლოდ, რომელიც მათ აწყობთ-ხოლმე, სადაც თავიანთი აგრესია არ არის ხოლმე კადრებში გამოჩენილი და იქითა მხარემ დაიწყო პირდაპირ ტელეფონებზე ნადირობა და რაღაც ურთიერთნადირობაში გადაიზარდა ეს. მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, შემდეგ ერთმანეთს ტელეფონებს ართმევდნენ, ბუჩქებში ისროდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა კადრი ისედაც აღბეჭდილია - მელიქიშვილის გამზირზე ვიმყოფებით, სადაც ასამდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, მაინც ყველაფერია გადაღებული", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Advertisement