ლევან მაჭავარიანი - გერმანია და გერმანელი ხალხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ უზრდელი კაცის ასეთი კომენტარები

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მაიკ გალერის განცხადებას ეხმაურება.
"კარგი იქნება, თუ გააგებინებენ, რომ ეს რაღაცა რუსული ნარატივი უკვე აღარ მუშაობს, გაცვდა. შესაბამისად, შეუძლია, სხვა ქვეყანა გამოიგონოს. რაც შეეხება მის ლექსიკას, რა თქმა უნდა, პირდაპირ უპატივცემულებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია, ეს არ არის, გერმანიის პოზიცია, რადგან გერმანია და გერმანელი ხალხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ უზრდელი კაცის ასეთი კომენტარები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გალერის თქმით, "ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ".
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




