ლევან მაჭავარიანი - გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი კი, ხელს აფარებენ თაღლითს


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანი მოუწოდებს ჯინ შაჰინსა და მის კოლეგებს, რომ თვალი გადაავლონ თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა თაღლითობაში ბრალდებული ბაჩიაშვილის დაკავების ღონისძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
"გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია თაღლითობაში, ისინი ხელს აფარებენ თაღლითს და იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით რაიმე კომენტარს აკეთებენ, მოდი კარგად გადაავლონ თვალი თუ რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სენატორმა ჯინ შაჰინმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს