Logo

ლევან მაჭავარიანი - როგორც არაფერი გამოუვიდათ უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით

პოლიტიკა
191
Frontnews image description

ახლა ცდილობენ მეუფე შიოს დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებით, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული კამპანიები, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებასა და უწმინდესს.

„ეს არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის დღის წესრიგი. ბევრი ძალიან ცუდი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც პირდაპირ კამპანიები იყო USAID-ის, NED-ისა და ევროკავშირის ფონდების მიერ დაფინანსებული, სადაც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდნენ საპატრიარქოს, სამღვდელოებას, ჩვენს უწმინდესს. თუმცა, ამ ძალებმა იხილეს, თუ როგორი ერთიანია ერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს იდენტობას და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უწმინდესს. რა თქმა უნდა, ეს ძალები ებრძვიან მეუფე შიოს, რადგან იგი პატრიარქის მიერ იყო დასახელებული და გამორჩეული. შესაბამისად, ახლა ცდილობენ მის დისკრედიტაციას, თუმცა, როგორც არაფერი გამოუვიდათ ჩვენს უწმინდესთან მიმართებაში, ისე არაფერი გამოუვათ მეუფე შიოსთან მიმართებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები