Logo

ლევან მაჭავარიანი - ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა

პოლიტიკა
102
Frontnews image description

თქვენს ეთერში იყო, როცა ბატონი მამუკა დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით, პირველი დღეებია რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დაკავების საქმეზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.

"არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ს თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსაუხრებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, როცა ოპოზიცია ყველა სამართალდამცველს მოძალადეებად მოიხსენიებდა, პროკურატურის ნაბიჯით მათ მსგავსი განცხადებების საფუძველი გამოეცალათ.

"თუ ჩვენ შევადარებთ დასავლურ ქვეყნებს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები