Logo

ლევან მაჭავარიანი - ვისაც უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

პოლიტიკა
340
Frontnews image description

იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა, ვისაც უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი წერს.

“იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ ნატოსა და ევროკავშირში მიღებაზე, იმის ფონზე, რომ უკრაინა „გადააგდეს“ რუსული გაყინული ასობით მილიარდი დოლარის აქტივების გადაცემაზე - უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი ერთსქესიანი წყვილი ოჯახად აღიარა.

ამ ყველაფრის ფონზე, ხარკოვში ორჯერ გაიმართა გეი აღლუმი, ხოლო ასევე ამ ყველაფრის ფონზე, ახლა უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

ვისაც უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ”, - წერს მაჭავარიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები