ლევან მახარაშვილი - მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს არასდროს უცდია, ზეგავლენა მოეხდინა კომიტეტის რომელიმე წევრზე

ავტორი
Front News საქართველო
მოწმემ დაადასტურა, რომ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით მიდიოდა დებატები, მსჯელობა და გიორგი ბაჩიაშვილს არასდროს უცდია, ზეგავლენა მოეხდინა კომიტეტის რომელიმე წევრზე, - ამის შესახებ დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დაიკითხა მოწმე ფინანსური ექსპერტი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თანაინვესტირების ფონდში.
"დღეს დაიკითხა მოწმე ფინანსური ექსპერტი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თანაინვესტირების ფონდში და მან რამდენჯერმე დაასაბუთა, რომ "მტკვარი ჰესის" პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჭიანურდებოდა დროში, ფინანსურად მომგებიანი იყო ყველა ეტაპზე და დღესაც მომგებიანია - ეს ერთი. მეორე - მოწმემ დაადასტურა, რომ თავად აუქმებდა აღმასრულებელი საბჭოს ყველა შეხვედრას და ეს კომიტეტები როდესაც იმართებოდა, ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით მიდიოდა დებატები, მსჯელობა და გიორგი ბაჩიაშვილს არასდროს უცდია, ზეგავლენა მოეხდინა კომიტეტის რომელიმე წევრზე და გადაწყვეტილება მიეღო ერთპიროვნულად და სუბიექტურად", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება 220/1-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ლევან მახარაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


