Logo

ლევან მახაშვილი - ელენე ხოშტარიას ქმედება კონკრეტული დანაშაულის რომანტიზებაა

პოლიტიკა
333
Frontnews image description

ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, რეალურად კი, ეს არის კონკრეტული დანაშაულის რომანტიზება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი იხილა, მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, მაგრამ, რეალურად, ეს რომანტიზებაა კონკრეტული დანაშაულის. მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი ვიხილეთ. მისი მხრიდან იაფფასიანი მცდელობაა, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. როცა სათქმელი არ აქვთ და მოსახლეობისთვის შესათავაზებელი, რა უნდა გააკეთონ, იაფფასიანი გზაა, „რუსულის“ იარლიყი მიაწებო. ვინმე თუ რუსულია ან რუსეთთან ასოცირდება, ამ ადამიანის მხრიდან ასეთი ქმედებები ღიმილის მომგვრელია. მათთვის ზღვარი და მორალი არ არსებობს, თუმცა „რუსული“ თავიანთ რიგებში მოიკითხონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

Advertisement