ლევან მახაშვილი - ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც საზოგადოების ბედი აღელვებთ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან თაღლითები და არა ის პოლიტიკოსები, ვისაც საზოგადოების ბედი აინტერესებთ.
„ყველა ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს სიმართლე, წერტილი უნდა დაესვას იმ მანიპულაციებს, ტყუილებს, რაც ვიხილეთ და რასაც ვხედავთ, წლების განმავლობაში, ხაზარაძის ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების მხრიდან.
ეს იყო კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ადამიანები, თავიანთი პარტნიორებით, დამფინანსებლებით, თუ ვერდამფინანსებლებით, პოლიტიკური გუნდით თუ ლობისტებით, ყველა მათგანი გამტყუნდა საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე.
ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგი ნიშანი, თუ რეალურად რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან თაღლითები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც აღელვებთ საზოგადოების ბედი", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს