ლევან მახაშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს


ავტორი
Front News საქართველო
ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების გაშავებაში, საქართველოს იმიჯის დაზიანებაში და საერთაშორისო არენაზე საქართველოს რეპუტაციის მაქსიმალურად დაზიანებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასურველია, რომ ევროსაბჭოში ფაქტებით და რეალური ინფორმაციით ისაუბრონ.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ცხელი შეფასებები გვექნება. ეს ახალი სცენარი არ არის, ეს ის სცენარია, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების დღეს ვნახეთ. როგორც ჩანს, ზაფხულის ცხელ დღეებში საღათას ძილიდან გამოიღვიძეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ელაპარაკონ, დაიწყეს თავიანთი უცხოელი მფარველებისგან მსგავსი განცხადებების გაკეთება. ამ ადამიანებს აქვთ დადასტურებული გზა და ისტორია იმის, თუ როგორ აზიანებდნენ, აშავებდნენ და დარტყმებს აყენებდნენ საქართველოს, მათ შორის, არჩევნების დროს და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერთან, საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში იქნება, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში თუ სხვა ფორმატში, ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ, რომელიც შეიძლება, მათ აღელვებდეთ. მათი მთავარი მიზანი ამ მომენტში არის, საქართველოს დაზიანება მოკლევადიანად მოახდინონ და ამით წაეშველონ ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის სხვა პლატფორმები, სადაც რეალურად საღად აფასებენ ამა თუ იმ მოვლენას და პროცესებს. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ამ იდეოლოგიურად მოტივირებული რამდენიმე დეპუტატის განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.
თაგები:
ლევან მახაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს