Logo

ლევან მახაშვილი - მაია სანდუ დღეს არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს

პოლიტიკა
60
Frontnews image description

მაია სანდუ დღეს არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ლევან მახაშვილის თქმით, მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით ისურვებდა გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუნდაც ელჩის დაბარებას.

"იმ ისტორიასა და იმ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოსთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული, ალბათ, ყველაფერი ნათელი იქნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, 4 ოქტომბერს, საკუთარი განცხადებებით როგორ უჭერდა მხარს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ამიტომ, ყველაფერი გასაგებია. როგორც ჩანს, ეს ერთიანი დიდი პროცესის გაგრძელებაა. დღეს ეს არის ის ადამიანი, ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში.

სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა ბევრჯერ გვინახავს. საქართველოს საკითხს შიდა, მათ შორის საკუთარი მარცხის გასამართლებლად ხშირად იყენებენ. შეიძლება, სანდუს განცხადებაც ამის ნაწილი იყოს. მისგან უარესი განცხადებაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს ხელის მოწერას, თუ ამის საჭიროება დადგება. ეს ჩვენი თემა არ არის. ყველას მოვუწოდებთ, საქართველოს საკითხით მანიპულირებას თავი დაანებონ. თავისი მარცხი საკუთარ ქვეყანას თავად აუხსნან. საქართველოს დსთ-ს წევრი მოლდოვისგან არაფერი აქვს დასაწუნი. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც რიგითი მოქალაქე, ვისურვებდი გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუნდაც ელჩის დაბარებას“, – განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები